ან როდრი, ან არავინ?!
მადრიდის რეალი სატრანსფერო ბაზარზე ახალი ცენტრალური ნახევარმცველის დასამატებლად გასვლას არ გეგმავს მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, როდრიმ მადრიდულ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა.
COPE-ს ინფორმაციით, რეალში მიაჩნიათ, რომ არსებული შემადგენლობა სრულიად საკმარისია სეზონის ჩასატარებლად ამ პოზიციაზე დამატებითი გაძლიერების გარეშე.
მოსალოდნელია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბერნარდუ სილვას ნახევარდაცვის ცენტრში გამოიყენებს და მას სხვა ფეხბურთელებს შეუხამებს, ვისაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია.
როგორც იცით, როდრიმ კარიერის გაგრძელება ბარსელონაში არჩია, რომელიც ამჟამად სიტისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მის ტრანსფერზე.