ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მხატვრული ცურვის მსოფლიო თასზე, მარიამ ალავიძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
ალავიძემ თავისუფალ პროგრამაში 257.7213 ქულა დააგროვა, მე-3 შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მარიამ ალავიძესთვის ეს მხატვრულ ცურვაში მსოფლიოს თასზე მოპოვებული მეორე მედალია - გასულ წელს, ვერცხლის მედალი მოიგო და პირველი ქართველი მხატვრული მოცურავე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასის მედალი დაისაკუთრა.