VIDEO: იოლი გამარჯვება აუტსაიდერთან - დინამომ მეშახტე გაანადგურა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, დინამო თბილისმა ბოლოადგილოსან მეშახტე ტყიბულს 6:1 მოუგო და მეორე-მესამე პოზიციას 1 ქულამდე მიუახლოვდა.
თბილისელთაგან დუბლი აბდულაიე იორომ შეასრულა, თითო გოლი კი ნუმან კურდიჩის, მათე ვაწაძის, ნიკა უგრეხელიძისა და ირაკლი სირაძის ანგარიშზეა.
გიორგი ხარაიშვილმა და ნიკა ნინუამ 2-2 საგოლე პასი მიითვალეს, ეროვნული ლიგის კარიერაში მე-9 ასისტი გააკეთა 17 წლის საბა ხარებაშვილმა, ხოლო 18 წლის ლუკა ციკოლიამ კარიერულ სადებიუტო მატჩში ასევე საგოლე გადაცემა შეასრულა.
ეროვნული ლიგის ეგიდით, მე-2 შეხვედრაშივე გოლის გატანა შეეძლო 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას, რომელსაც მასზე 17 წლის უფროსმა ლევან ტყეშელაშვილმა პენალტი აუღო.
ტყიბულელებმა ზედიზედ მე-7 თამაში წააგეს, 12 მარტის შემდეგ 14 ტურია აღარ მოუგიათ, 10 ქულით ბოლო ადგილზე არიან და მე-9 ადგილოსან გაგრას 7 ქულით ჩამორჩებიან. 13 ივნისს, მე-3 ადგილოსან რუსთავს ესტუმრებიან.
დინამო თბილისმა სეზონში მე-6 გამარჯვება იზეიმა, 25 ქულა მოაგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ ტორპედო ქუთაისსა და რუსთავს თითო-თითო ქულით ჩამორჩება, ლიდერ იბერიასთან კი სხვაობა 5 ქულაა. 14 ივნისს, გაგრასთან სტუმრად ითამაშებენ.