VIDEO: მინიფეხბურთი - საქართველო ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, ინგლისთან მოგებისა (1:0) და ესპანეთთან ფრის (0:0) შემდეგ, ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა, ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ასპარეზობს, ტურნირის 1/8 ფინალში პოლონეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება - 31 მაისის 19:30 საათზე.