20-წლამდელთა ნაკრებებს შორის, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიაზე, საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა.
უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან 14:57 დამარცხდნენ. ჩვენმა გუნდმა 2 ლელო დადო - ლევან ეზიეშვილმა და ლუკა ტაბატაძემ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო სერია 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით დაასრულა - ფიჯისა და ჩილეს მოუგეს.
ვიტო კოლელიშვილის შეგირდები, ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე, კიდევ 2 შეხვედრას გამართავენ - 16 ივნისს აშშ-სთან, ხოლო 22-ში ახალ ზელანდიასთან.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი