• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მხოლოდ პროტოკოლი და მეტი არაფერი: როგორ აფასებს მასკერანო თეთრ სახლში ვიზიტს
ფეხბურთიფეხბურთი

მხოლოდ პროტოკოლი და მეტი არაფერი: როგორ აფასებს მასკერანო თეთრ სახლში ვიზიტს

17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხავიერ მასკერანომ ინტერ მაიამის თეთრ სახლში ვიზიტსა და მესის მოახლოებულ რეკორდზე ისაუბრა.


ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ, მედიასთან ინტერვიუში გუნდის გარშემო არსებულ აჟიოტაჟზე ისაუბრა. მთავარი ყურადღება ხუთშაბათს თეთრ სახლში გამართულ მიღებას დაეთმო, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2025 წლის MLS-ის ჩემპიონები მიიღო.

ლიონელ მესი და მისი თანაგუნდელები თეთრი სახლის აღმოსავლეთ დარბაზში ჩემპიონის ტიტულის აღსანიშნავად მიიწვიეს.


ჩვენ უბრალოდ ტრადიციული პროტოკოლი დავიცავით, რომელიც ჩემპიონი გუნდების თეთრ სახლში ვიზიტს ითვალისწინებს. პრეზიდენტ ტრამპთან კონტაქტი ზუსტად ისეთივე იყო, რაც ტელევიზიით ნახეთ.. მეტი არაფერი.


ინტერ მაიამის სეზონის დასაწყისი საკმაოდ რთული გამოდგა, მათ პირველი ხუთი მატჩის ჩატარება სტუმრად უწევთ. მასკერანოს თქმით, ხშირი მოგზაურობა გუნდურ სულისკვეთებას აძლიერებს:


ამ დროს ფეხბურთელები მეტ დროს ატარებენ ერთად, რაც მაიამიში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ხდება. ეს გვეხმარება, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო შევინარჩუნოთ.


ყველაზე დიდი მოლოდინი მაინც ლეო მესის უკავშირდება. ორლანდო სიტისთან შესრულებული დუბლის შემდეგ, არგენტინელს კარიერაში 898 გოლი დაუგროვდა. მას მხოლოდ 2 გოლი აშორებს 900-იან ნიშნულს, რომელსაც აქამდე მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ მიაღწია.

საინტერესოა სტატისტიკური შედარება: რონალდუმ 900 გოლს 39 წლის ასაკში, 1238 მატჩში მიაღწია. მესი კი ამჟამად 38 წლისაა და მხოლოდ 1149 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


ციფრები, რომლებსაც ახსენებთ, დაუჯერებელია. მე უბრალოდ პრივილეგირებული მაყურებელი ვარ, რომელიც მას გვერდიდან აკვირდება.


შემდეგ მატჩს ინტერ მაიამი შაბათს, ბალტიმორში, D.C. United-ის წინააღმდეგ გამართავს. თუ მესი ამ შეხვედრაში დუბლს შეასრულებს, ის ოფიციალურად გახდება მეორე ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც 900-გოლიან ბარიერს გადალახავს.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

მესი
ინტერ მაიამი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მესი, მბაპე და კეინი: ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთს პროდუქტიულობით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი, მბაპე და კეინი: ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთს პროდუქტიულობით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის დუბლი და მორიგი აღიარება MLS-ში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის დუბლი და მორიგი აღიარება MLS-ში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„არცერთ პრეზიდენტს აქამდე ეს სიტყვები არ უთქვამს“, — ტრამპმა მესის უმასპინძლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„არცერთ პრეზიდენტს აქამდე ეს სიტყვები არ უთქვამს“, — ტრამპმა მესის უმასპინძლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხას უხდის ინტერ მაიამი მესის? - კლუბის მფლობელის განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხას უხდის ინტერ მაიამი მესის? - კლუბის მფლობელის განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 მარ, 2026

მესი, მბაპე და კეინი: ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთს პროდუქტიულობით?

News image

05 მარ, 2026

მესის დუბლი და მორიგი აღიარება MLS-ში

News image

06 მარ, 2026

„არცერთ პრეზიდენტს აქამდე ეს სიტყვები არ უთქვამს“, — ტრამპმა მესის უმასპინძლა

News image

12 სთ წინ

რა თანხას უხდის ინტერ მაიამი მესის? - კლუბის მფლობელის განცხადება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება