მადრიდის რეალის ლეგენდარულმა კაპიტანმა, რაულ გონსალეს ბლანკომ კასტილიადან წამოსვლის შემდეგ ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
მისი ხელმძღვანელობით რეალ ოვიედომ საკუთარ მოედანზე ჟირონას უმასპინძლა, თუმცა მატჩი სასურველი შედეგით ვერ დაასრულა და 1:2 დამარცხდა.
თამაში უკიდურესად თანაბარი და დაძაბული გამოდგა. სტატისტიკაც თითქმის იდენტური იყო: ბურთის ფლობა 50/50, ზუსტი დარტყმები 5-5 და კუთხურები 6-6. ჟირონამ 3 რეალური მომენტი შექმნა, ოვიედომ კი 2. მიუხედავად იმისა, რომ უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 47-ე წუთზე რეინას გოლით ოვიედოელები დაწინაურდნენ, სტუმრებმა მალევე მოახერხეს თამაშში დაბრუნება. ჟირონამ 59-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 64-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა.
ამ მარცხის მიუხედავად, რაულის გუნდი ესპანეთის ლა ლიგაში გადასასვლელ საპლეიოფო ზონასთან საკმაოდ ახლოსაა. ამჟამად ოვიედო 21 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და სასურველ ზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებს.