იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„მომზადება უნდა დაიწყოს“ - მერაბმა იანთან გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი მეტოქე დაასახელა
ქართულიქართული
UFCUFC

„მომზადება უნდა დაიწყოს“ - მერაბმა იანთან გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი მეტოქე დაასახელა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მესამე ბრძოლაზეა კონცენტრირებული, თუმცა უკვე იცის, ვისთან სურს შეხვედრა საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შემთხვევაში.


ქართველმა მებრძოლმა მომდევნო მეტოქედ სონგ იადონგი დაასახელა.


დვალიშვილი და იანი 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 333-ზე სუპერმსუბუქი წონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. მათ პირველ შეხვედრაში მერაბმა გაიმარჯვა, მეორეში კი იანმა - ორივეჯერ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.


„პირველ რიგში, იანზე ვარ კონცენტრირებული და ამ ბრძოლის მოგება მინდა. ქამარზე მეტად მომდევნო მეტოქის დამარცხება მსურს.


ქამარი ამას თავისთავად მოჰყვება. მინდა საუკეთესო მებრძოლს ვაჯობო, ამ შემთხვევაში კი ეს პიოტრ იანია“, - უთხრა დვალიშვილმა MMA Junkie-ს.


მერაბის თქმით, მესამე დაპირისპირების შედეგი მომდევნო სატიტულო ბრძოლის მონაწილეებსაც განსაზღვრავს.


„თუ მოვიგებ, შემდეგი სონგ იადონგი იქნება. ერთმანეთთან არასდროს გვიბრძოლია, ის სახიფათოა და ვიცით, რომ ნოკაუტის ძალა აქვს.


თუ იანი მოიგებს, მაშინ შონ ო’მალი იქნება, რადგან მათ საკუთარი ისტორია აქვთ. ამჯერად ყველაფერი მარტივია, თუმცა ვფიქრობ, სონგ იადონგმა მომზადება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ქართველმა.


ჩინელ მებრძოლს ზედიზედ ორი გამარჯვება აქვს - მან დეივეზონ ფიგეირედო და უმარ ნურმაგომედოვი მეორე რაუნდში დაამარცხა.


მიუხედავად წონის წამყვან მებრძოლებს შორის ყოფნისა, იადონგს UFC-ის ქამრისთვის ჯერ არ უბრძოლია.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

მერაბ დვალიშვილი
საქართველო
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"გულშემატკივრებს ვპირდები, რომ საქართველოში უკეთეს ფეხბურთს იხილავენ" - იბერიას მწვრთნელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გულშემატკივრებს ვპირდები, რომ საქართველოში უკეთეს ფეხბურთს იხილავენ" - იბერიას მწვრთნელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დადიანი: "პოზიტივი ის არის, რომ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დადიანი: "პოზიტივი ის არის, რომ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - რა შანსები აქვს იბერიას კონფერენს ლიგაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - რა შანსები აქვს იბერიას კონფერენს ლიგაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარკოიშვილი ყოფილ კლუბში დაბრუნდა - ამჯერად მთავარი მწვრთნელის რანგში

•კალათბურთი

კალათბურთი

მარკოიშვილი ყოფილ კლუბში დაბრუნდა - ამჯერად მთავარი მწვრთნელის რანგში
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

17 სთ წინ

"გულშემატკივრებს ვპირდები, რომ საქართველოში უკეთეს ფეხბურთს იხილავენ" - იბერიას მწვრთნელი

News image

17 სთ წინ

დადიანი: "პოზიტივი ის არის, რომ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი"

News image

16 სთ წინ

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - რა შანსები აქვს იბერიას კონფერენს ლიგაზე?

News image

1 სთ წინ

მარკოიშვილი ყოფილ კლუბში დაბრუნდა - ამჯერად მთავარი მწვრთნელის რანგში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება