მანუჩარ მარკოიშვილი გალათასარაის კაცთა საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.
თურქულმა კლუბმა ქართველ სპეციალისტთან შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.
მარკოიშვილი გალათასარაიში კალათბურთელის რანგშიც თამაშობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა. ახლა ის კლუბში მთავარი მწვრთნელის სტატუსით ბრუნდება.
ოფიციალურ განცხადებაში გალათასარაი მარკოიშვილის როგორც სათამაშო, ისე სამწვრთნელო გამოცდილებას უსვამს ხაზს.
„ჩვენს ახალ მთავარ მწვრთნელს, მანუჩარ მარკოიშვილს, გალათასარაის ოჯახში დაბრუნებას ვულოცავთ და საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილს ტიტებში აქვს ნამუშევარი, ასევე იყო ასისტენტი საქართველოს ნაკრებში და მონაკოში, სადაც ასევე დროებითი მწვრთნელის თანამდებობაც ეკავა.