საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში გასამართი მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მატჩებისთვის ემზადება, რომლის შემადგენლობაშიც იძულებითი ცვლილება განხორციელდა.
საფრანგეთის ტოპ 14-ის ბოლო ტურში, სტად ფრანსესა და ლა როშელის შეხვედრაში, ქართველმა მორაგბემ გიორგი მელიქიძემ ტრავმა მიიღო და მოედანი მე-11 წუთზე დატოვა.
მიღებული დაზიანების გამო, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა შემადგენლობაში ცვლილება შეიტანა და მელიქიძის ნაცვლად ნაკრებში ბექა გიგაშვილი გამოიძახა.
ნოემბრის სერიის ფარგლებში საქართველოს ნაკრები სამივე შეხვედრას თბილისში გამართავს.
მატჩების განრიგი ასეთია:
7 ნოემბერი (ავჭალა, 18:00) - საქართველო VS კანადა
14 ნოემბერი (ავჭალა, 18:00) - საქართველო VS ტონგა
21 ნოემბერი (მიხეილ მესხი, 18:00) - საქართველო VS აშშ