საფრანგეთის TOP 14-ისა და ინგლისის ჩემპიონატის მორიგ ტურებში ქართველმა მორაგბეებმა წარმატებით იასპარეზეს და თავი გატანილი ლელოებით გამოიჩინეს.
საფრანგეთის პირველ დივიზიონში მერვე ტურის მატჩი გამართა ალექსანდრე ქუნთელიამ, რომლის ლა როშელმაც სტად ფრანსეს წინააღმდეგ ითამაშა.
ქართველმა მორაგბემ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, მეტოქეს ლელო დაუდო, თუმცა მისი გუნდი შეხვედრაში 24:43 დამარცხდა.
აღნიშნულ მატჩში ლა როშელის რიგებში მე-51 წუთიდან დავით ნინიაშვილიც ჩაერთა. რაც შეეხება სტად ფრანსეს, სასტარტოში იყო გიორგი მელიქიძე, თუმცა მან ტრავმის გამო მოედანი მე-11 წუთზე დატოვა.
ინგლისის ჩემპიონატში წარმატებული თამაში ჰქონდა ნიკა აბულაძეს, რომელმაც ჰარლიქუინთან შეხვედრაში სადებიუტო ლელო გაიტანა.
მიუხედავად ამისა, მისი ექსეტერი დაძაბულ ბრძოლაში, 28:31 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ექსეტერის შემადგენლობაში შეცვლაზე კიდევ ერთი ქართველი, ბაჩუკი ჭუმბაძე გამოჩნდა.