ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგაში უცნობი მწვრთნელების დანიშვნაზე ისაუბრა.
„პრემიერ ლიგაში 2004 წელს, ევროპის ჩემპიონად მოვედი. იმ წელს ინგლისში ორი უცხოელი მწვრთნელი დაინიშნა: მე და უეფას თასის მფლობელი რაფა ბენიტესი, რომელმაც ვალენსიასთან ერთად მოიგო ტიტულები და ლივერპულში მივიდა.
მე კი პორტოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასს დავეუფლე და ჩელსიში მიმიწვიეს.
დღეს, პრემიერ ლიგაში ისეთი მწვრთნელები მიდიან, რომლებიც არც კი ვიცი. ამას უპატივცემლობის გამო არ ვამბობ, მართლა.
ზოგ მწვრთნელს ციფრებზე, მონაცემებზე და სხვა სტატისტიკაზე დაყრდნობით ირჩევენ და არა გამარჯვებებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაცნაირად თამაში, რაღაცნაირი სტილის ქონა გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა." - აღნიშნა ფენერბაჰჩეს მწვრთნელმა.