რომას ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბმა ბრაიტონიდან ივენ ფერგიუსონი დაიმატა.
ფერგიუსონი რომას ერთწლიანი იჯარის წესით შეუერთდა, სეზონის ბოლოს კი იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებად.
ფერგიუსონი რომას ისტორიაში პირველი ირლანდიელი ფეხბურთელი ხდება.
მან კარიერა ბოჰემიანში დაიწყო, 2021 წელს ბრაიტონს შეუერთდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარის წესით ვესტ ჰემში გაატარა.
მისი დებიუტი ირლანდიის ეროვნულ გუნდში 2022 წლის ნოემბერში შედგა და 18 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო. ჯამში კი 103 შეხვედრაში 23 გოლი აქვს გატანილი. ფერგიუსონი რომაში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
დედაქალაქელებმა 20 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ იჯარაში 3 მილიონი ევრო გადაიხადეს, მისი გამოსყიდვა კი მომავალ წელს 37 მილიონად იქნება შესაძლებელი.
ფოტო: რომამ მესამე ფორმა წარადგინა