ფეიენოორდის მცველი დავიდ ჰანცკო კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა.
ატლეტიკო ჰანცკოს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, შეთანხმება ითვალისწინებს გარკვეულ ბონუსებსაც.
თავდაპირველად სლოვაკი მცველი ალ ნასრში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა და საქმეში ატლეტიკო ჩაერთო, რომელმაც ფეიენოორდთან შეთანხმებას მალევე მიაღწია.
დავიდ ჰანცკო ფეიენოორდში 2022 წლიდან თამაშობდა, სლოვაკეთის ნაკრებში კი მას 2018 წლიდან იძახებენ.