ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალექსანდერ ისაკმა ნიუკასლს შეატყობინა, რომ ამ ზაფხულში კლუბიდან წასვლა სურს.
კლუბმა უკვე იცის მოთამაშის გეგმები და ახლა ნიუკასლში გადაწყვეტენ თუ როგორ იმოქმედონ. ნიუკასლმა თავიდან დაიწყო სატრანსფერო ბაზარზე მაღალი დონის თავდამსხმლის ძებნა.
ისაკი კი კვლავ რჩება ლივერპულის სამიზნედ მიუხედავად უგო ეკიტიკეს ტრანსფერისა.
თუ ნიუკასლი ისაკს წასვლის ნებას მისცემს და ლივერპული ლუის დიასს გაყიდის, მაშინ მერსისაიდელები ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებენ. მხარეებს შორის კონტაქტი 10 დღის წინ უკვე შედგა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისაკმა ალ ჰილალთან მოლაპარაკებებსაც აუნთო მწვანე, თუმცა ამ მხრივ ჯერ კონკრეტული არაფერია.