უგო ეკიტიკესთან ერთად, ლივერპულმა შესაძლოა ისაკიც დაიმატოს.
შვედმა ფორვარდმა ალექსანდრ ისაკმა დღეს ნიუკასლს ოფიციალურად შეატყობინა, რომ კლუბის დატოვება სურს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ეკიტიკეს ტრანსფერის მიუხედავადაც კი, ლივერპულმა შესაძლოა ისაკის დამატებაც სცადოს.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ისაკი ლივერპულის სამიზნედ ეკიტიკეს ტრანსფერის მიუხედავადაც რჩება...
თუმცა ყველაფერი ნიუკასლზეა დამოკიდებული.თუ ნიუკასლი მის წასვლას კარს გაუღებს და ლივერპული ლუის დიასს გაყიდის, მერსისაიდელებმა შესაძლოა ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთონ." - წერს სოციალურ ქსელში იტალიელი ინსაიდერი.