ბაიერნი ლუის დიასის ტრანსფერზე მუშაობს.
თავად კოლუმბიელ ფეხბურთელს ლივერპულის დატოვება და კარიერის მიუნხენში გაგრძელება სურს, რის შესახებაც მერსისაიდულ კლუბს უკვე შეატყობინა.
როგორც FootMercato იტყობინება, უახლოეს პერიოდში ბაიერნი ლუის დიასის თაობაზე ლივერპულს მეორე შეთავაზებით მიმართავს.
მიუნხენელები მზად არიან კოლუმბიელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო და გარკვეული ბონუსები შესთავაზონ ლივერპულს.
პირველი შეთავაზება - 67 მილიონი ევროს ოდენობით ლივერპულმა დაუყონებლივ დაბლოკა.