ბრაზილიელი მცველი ბეშიქთაშში ითამაშებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანის მარჯვენა მცველი ემერსონ როიალი კარიერას თურქეთში გააგრძელებს.
კლუბებს შორის შეთანხმება შედგა - ბეშიქთაში ემერსონს ერთწლიანი იჯარით დაიმატებს და მისი სრულფასოვნად გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.
სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია - ახლა ფორმალური ნაბიჯების დრო დადგა, რის შემდეგაც ბრაზილიელი თურქეთში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩაფრინდება.
26 წლის ემერსონი მილანს 2024 წელს ტოტენჰემიდან შეუერთდა.