მარკუს რაშფორდმა ბარსელონაში გადასვლა შეაფასა.
„ბარსელონა არის კლუბი, სადაც ხალხის ოცნებები ხდება.
ამ კლუბის ღირებულებები ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს და ვგრძნობ, რომ თითქოს სახლში მოვედი, რაც ჩემთვის არჩევნის გაკეთების დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მაქვს შეგრძნება, რომ დიდ ოჯახს შევუერთდი.
თუ მე დღეს ბარსაში ვარ, ეს ჰანსი ფლიკიც დამსახურებაც არის. მასთან ძალიან დადებითი საუბარი მქონდა. მან დაამტკიცა, რომ ტოპ მწვრთნელია.
ფლიკმა ახალგაზრდა გუნდს ძალიან წარმატებული სეზონი ჩაატარებინა და პრესეზონზე კიდევ უფრო მოწყურებული დაბრუნდა.
მანჩესტერ იუნაიტედზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი. ამ კლუბს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია, ამიტომ მადლიერი ვარ.
მათ ყველაფერში წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს, კლუბი მომავალში წარმატებული იქნება." - აღნიშნა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდი ბარსელონას ერთსეზონიანი იჯარით შეუერთდა, რომლის შემდეგაც კლუბს მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეეძლება.