ჟოზეს და მადრიდის რეალს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
ესპანური გამოცემა Diario AS-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალს ორი მთავარი პირობა წაუყენა:
გავლენა ტრანსფერებზე – მწვრთნელი ითხოვს, რომ სიტყვა ეთქმოდეს არა კონკრეტულ გვარებზე, არამედ იმ პოზიციებზე, რომლებიც გუნდის გასაძლიერებლად იქნება საჭირო.
მუშაობაში ჩაურევლობა – მოურინიოს სურს, რომ ფეხბურთელებთან მის მუშაობაში არავინ ჩაერიოს და კლუბში თითოეული ადამიანი მხოლოდ საკუთარი საქმით იყოს დაკავებული.
ფლორენტინო პერესისთვის მოურინიოს ეს მოთხოვნები უკვე ცნობილია და სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდეს პორტუგალიელს, თუ სხვა კანდიდატზე გადაერთოს.