• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოსგან სიურპრიზს ველოდებით" - თურქი სპორტის რეპორტიორი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოსგან სიურპრიზს ველოდებით" - თურქი სპორტის რეპორტიორი

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის გარშემო, adjarabet arena თურქულ ტელეარხ NTV-ის სპორტის რეპორტიორ სელიმ ბაშეგმეზერს ესაუბრა.


ბაშეგმეზერთან საუბარი საქართველოს ნაკრების შეფასებით დავიწყეთ, რის შემდეგაც დღევანდელი მატჩის მოლოდინსა და თურქულ ფეხბურთში ბოლო წლებში მიმდინარე თაობათა ცვლის პროცესზე ვკითხეთ.


საქართველოს ნაკრებზე


"ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ისეთი გუნდია, რომელსაც შეუძლია პრობლემები შეგვიქმნას. ბოლო დროს საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე მატჩი ვითამაშეთ და ყველა მოვიგეთ, მაგრამ ყველა ჯერზე გაგვიჭირდა. ვიცით, რომ თქვენ ძალიან კარგად თამაშობთ დაცვიდან შეტევებში გადასვლებისას, თქვენი გუნდის დაცვაში გარღვევა რთულია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია თქვენი თამაშის მთავარი კომპონენტია.


ბუნებრივია, თურქეთი საქართველოს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში პირდაპირ მეტოქედ მიიჩნევს. ყველამ იცის, რომ სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები წარმატებულად თამაშობს, ამიტომ რთული მატჩი გველოდება".


სამატჩო მოლოდინები თურქეთში


"ყველა თურქი ხვალ გამარჯვებას ელის, რაც ჩვეულებრივი ამბავია. ესპანეთთან 6:0 მარცხის შემდეგ, ბულგარეთთან 6:1 გამარჯვებამ როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ქვეყნისთვის უდიდესი მორალური ამაღლება გამოიწვია. ვიტყოდი, რომ საქართველოსთან გამარჯვების მოლოდინის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მატჩი ჩვენს საშინაო მოედანზე ტარდება, რაც მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან უპირატესობას გვაძლევს.


მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებისგან სიურპრიზს ველოდებით, იმდენად რამდენადაც ვიცით, რომ მათ ჩვენი დამარცხება შეუძლიათ. მწვრთნელი მონტელა და ფეხბურთელები ამ მატჩს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან, რადგან სასწორზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფია".


თაობათა ცვლა თურქეთის ნაკრებში


"არსებითად, ვინჩენცო მონტელა თურქეთის ეროვნული ნაკრების კლუბური პრინციპით მართვას ცდილობს. მისი მიზანია, მოწინააღმდეგეზე მისი ძალის შესაბამისი ზეწოლა მოახდინოს, დანერგოს სისტემა, რომელიც ბურთის ფლობასა და სწრაფი პასებით შედეგების მიღწევას ეფუძნება.


მონტელას გეგმა ძალიან კარგად მუშაობს მას შემდეგ, რაც ის მწვრთნელად დაინიშნა. მე ვამბობ, რომ ის კლუბური გუნდის მსგავსად მართვას ცდილობს, რადგან ეროვნული ნაკრებისთვის შერჩეული მოთამაშეები მოწვეულნი არიან მაშინაც კი, თუ ისინი თავიანთ კლუბებში არ თამაშობენ. ეს აჩვენებს მონტელას ძალისხმევას ძლიერი გუნდური სულის შესაქმნელად.


ჩვენი ნაკრების კაპიტნის, ჰაქან ჩალჰანოღლუს ხელმძღვანელობით, გვყავს ძალიან ნიჭიერი თაობა და ბევრი საუკეთესო მოთამაშე აგრძელებს მათთან შეერთებას. ჩვენ გვყავს ელიტური დონის მოთამაშეები, როგორებიც არიან არდა გიულერი, ქენან ილდიზი, ქერემ აქთიურქიოღლუ, ორკუნ ქიოქჯუ და ბარიშ ალპერ ილმაზი.


სიას შემიძლია დავამატო ისეთი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე, როგორიც ჯან უზუნია. დაცვაში, ბოლო მატჩებში გამორჩეულია მერიჰ დემირალისა და აბდულქერიმ ბარდაკჩის დუეტი. ფულბექის პოზიციაზე შემიძლია ვთქვა, რომ ფერდი კადიოღლუ, რომელიც პრემიერ ლიგის გუნდ ბრაიტონში თამაშობს, და ზეკი ჯელიკი, სერია A-ს გუნდ რომადან - ყველა მათგანი კარგ ფორმაშია. მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებმა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოს, განსაკუთრებით არდას, ქენანისა და ქერემის შემთხვევაში", - აღნიშნა ბაშეგმეზერმა adjarabet arena-სთან.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
თურქეთი
თურქეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"მონტელა ჩვენს ნაკრებს 4-6-0 სქემით, უფორვარდოდ ძალიან კარგად ათამაშებს" - თურქი ჟურნალისტი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მონტელა ჩვენს ნაკრებს 4-6-0 სქემით, უფორვარდოდ ძალიან კარგად ათამაშებს" - თურქი ჟურნალისტი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ, ქართველებიც ასე არიან" - აქთიურქოღლუს პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ, ქართველებიც ასე არიან" - აქთიურქოღლუს პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სავარაუდო შემადგენლობები - Fanatik-ის ვერსია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სავარაუდო შემადგენლობები - Fanatik-ის ვერსია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ფეხბურთელთა უმრავლესობას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი" - სვანაძე მალტასთან მატჩის წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ფეხბურთელთა უმრავლესობას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი" - სვანაძე მალტასთან მატჩის წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

"მონტელა ჩვენს ნაკრებს 4-6-0 სქემით, უფორვარდოდ ძალიან კარგად ათამაშებს" - თურქი ჟურნალისტი

News image

17 სთ წინ

"ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ, ქართველებიც ასე არიან" - აქთიურქოღლუს პრესკონფერენცია

News image

7 სთ წინ

სავარაუდო შემადგენლობები - Fanatik-ის ვერსია

News image

5 სთ წინ

"ფეხბურთელთა უმრავლესობას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი" - სვანაძე მალტასთან მატჩის წინ