ერთ-ერთი წამყვანი თურქული გამოცემა Fanatik-ის ვერსიით, თურქეთისა და საქართველოს სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:
თურქეთი (4-2-3-1): უგურჯან ჩაქირი - ზეკი ჯელიკი, მერიჰ დემირალი, აბდიულქერიმ ბარდაქჩი, ფერდი ქადიოღლუ - ორკუნ ქიოქჯუ, ჰაქან ჩალჰანოღლუ - არდა გიულერი, იუნუშ აქგიუნი, ქენან ილდიზი - ბარიშ ალპერ ილმაზი.
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გოგლიჩიძე, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი - კიტეიშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.
გუნდები ქოჯაელში, Kocaeli Stadyumu-ზე (ტევადობა - 34 829), თბილისის დროით 22:45 საათიდან ითამაშებენ. შეხვედრას რუმინელი რადუ პეტრესკუ იმსაჯებს, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.