საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, მალტის ნაკრებს შეხვდება და ჯგუფში მე-3 მატჩს გამართავს.
რამაზ სვანაძის გუნდმა, ლატვიასთან თამაშის შემდეგ, მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და მალტელებთან დაპირისპირებას მზადყოფნაში ხვდება.
"გუნდში ნორმალური განწყობაა. ეს დღეები ძალების აღსადგენად გამოვიყენეთ და ვთვლი, რომ სათამაშოდ მზად ვართ.
იოლ შეხვედრას არ ველოდებით, თუმცა უკვე მესამე თამაშს ვატარებთ და თუკი ის ყველაფერი შესრულდება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დავამუშავეთ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.
ფეხბურთელთა უმრავლესობას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. როგორც ყოველთვის, შევეცდებით, საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდეთ", - აცხადებს რამაზ სვანაძე.
მალტისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი ტა'ქალიში, სენთენარი სთედიუმზე, თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.