ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"მონტელა ჩვენს ნაკრებს 4-6-0 სქემით, უფორვარდოდ ძალიან კარგად ათამაშებს" - თურქი ჟურნალისტი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"მონტელა ჩვენს ნაკრებს 4-6-0 სქემით, უფორვარდოდ ძალიან კარგად ათამაშებს" - თურქი ჟურნალისტი

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის გარშემო, adjarabet arena ერთ-ერთი წამყვანის თურქული გამოცემა Sabah-ის რეპორტიორსა და მედია მენეჯერს, თუნჯაი კურტულუშს ესაუბრა.

კურტულუშთან საუბარი ორი მიმართულებით წარვმართეთ - მონტელას ინოვაციური 4-6-0 სათამაშო სქემისა და საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ამბების.

"მონტელამ 4-6-0 სისტემა შესანიშნავად დანერგა და მოლოდინები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე" - ინოვაცია თურქულ ფეხბურთში

"თურქეთის ნაკრები ამჟამად ამაყობს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თაობით. ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ქენან ილდიზი, არდა გიულერი, ჯან უზუნი და ბარიშ ალპერ ილმაზი - მათ თან ახლავს ისეთი გამოცდილი სახელები, როგორიცაა ჰაქან ჩალჰანოღლუ და ორკუნ ქიოქჯუ.

ეს ახალი თაობა უდავოდ ძლიერია, თუმცა ჯერ კიდევ განვითარების გზას გადის და სრული სახის მიღებამდე დროა. ნაკრებში ჯერ კიდევ არის გარკვეული სისუსტეები, განსაკუთრებით მარჯვენა და ცენტრალური მცველის პოზიციებზე. თუმცა, გუნდში შთამბეჭდავი ქიმიაა - ძლიერი მეგობრობა და ერთიანობა მოედანზე და მის გარეთ.

ქენან ილდიზის ღირებულება 75 მლნ ევროს შეადგენს, ხოლო არდა გიულერის - 60 მლნ ევროს. ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების გამოცდილების ზრდასთან ერთად, ლოგიკურია, თურქეთის ეროვნული ნაკრების პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ვინჩენცო მონტელა გუნდს დიდი თანმიმდევრულობით მართავს და ამ ბიჭების პოტენციალი შედეგში წარმატებით გამოიხატა. შეტევაში გუნდი ძალიან კრეატიული და ეფექტური გახდა. ტრადიციული თავდამსხმელის არყოფნის მიუხედავად, მონტელამ 4-6-0 სისტემა შესანიშნავად დანერგა და მოლოდინები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე".

კურტულუში საქართველოს ნაკრებზე - "მოედანზე ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ გუნდი, რომელიც იბრძოდა, არამედ გუნდი, რომელსაც შეეძლო თამაში გაეკონტროლებინა და ხარისხიანი ფეხბურთი ეთამაშა"

"საქართველო აღარ არის გუნდი, რომელსაც შეიძლება "სიურპრიზი" ვუწოდოთ. ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებმა თამაშმა ნათლად დაამტკიცა, თუ რამდენად სერიოზული და კარგად ორგანიზებული გუნდი გყავთ. მოედანზე ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ გუნდი, რომელიც იბრძოდა, არამედ გუნდი, რომელსაც შეეძლო თამაში გაეკონტროლებინა და ხარისხიანი ფეხბურთი ეთამაშა.

უაღრესად ნიჭიერი თაობა გყავთ, რამდენიმე მოთამაშემ კვალი ევროპის წამყვან კლუბებში უკვე დატოვა. ეს ხარისხი პირდაპირ აისახება მოედანზე. ერთი სიტყვით, ეს არის გუნდი, რომელიც სერიოზულად უნდა აღიქვა, სხვა შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ძვირი საფასურის გადახდა მოგიწიოს", - ამბობს კურტულუში adjarabet arena-სთან.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
თურქეთი
თურქეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ, ქართველებიც ასე არიან" - აქთიურქოღლუს პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ, ქართველებიც ასე არიან" - აქთიურქოღლუს პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოსგან სიურპრიზს ველოდებით" - თურქი სპორტის რეპორტიორი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოსგან სიურპრიზს ველოდებით" - თურქი სპორტის რეპორტიორი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ფეხბურთელთა უმრავლესობას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი" - სვანაძე მალტასთან მატჩის წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ფეხბურთელთა უმრავლესობას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი" - სვანაძე მალტასთან მატჩის წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სავარაუდო შემადგენლობები - Fanatik-ის ვერსია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სავარაუდო შემადგენლობები - Fanatik-ის ვერსია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 სთ წინ

"ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ, ქართველებიც ასე არიან" - აქთიურქოღლუს პრესკონფერენცია

News image

2 სთ წინ

5 სთ წინ

სავარაუდო შემადგენლობები - Fanatik-ის ვერსია