მადრიდის რეალმა ბოლო ორი თამაში ვერ მოიგო - ჯერ ლიგაზე ლივერპულთან დამარცხდა, გუშინ კი ლა ლიგაში რაიოსთან სეზონის პირველი ფრე ითამაშა (0:0).
გადაცემა El Chiringuito-ს წამყვანის, ხოსეპ პედრელოლის ინფორმაციით, ბოლოდროინდელმა გაუარესებულმა შედეგებმა ფეხბურთელებს შორის გააჩინა შთაბეჭდილება, რომ ჩაბი ალონსოს მომავალი მათ ხელშია.
თუმცა, პედრელოლი ხაზს უსვამს, რომ ფლორენტინო პერესი ალონსოს მომავალთან დაკავშირებით ფეხბურთელების აზრს არ მოისმენს.
მეტიც, რეალის პრეზიდენტის აზრით, ბოლოდროინდელი გაუარესებული შედეგები არა მხოლოდ მწვრთნელის, არამედ ფეხბურთელების ბრალიც არის და მათ პირველ რიგში საკუთარი თამაში უნდა გააუმჯობესონ.
მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობა წყვეტს, თუ ვინ გაწვრთნის მადრიდის რეალს. თუმცა, გუნდში უკვე არსებობს გარკვეული შეგრძნება, რომ ზოგ ფეხბურთელს ჩაბის წასვლა სურს.