ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა ტიბო კურტუაზე ისაუბრა.
„ტიბო კურტუა საუკეთესო მეკარეა, ვინც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში.
რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს მას, არის ის, რომ მას არ აქვს სუსტი მხარეები. მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალია, მოძრაობს ისე, თითქოს 1.80 მეტრი იყოს, ეს კი უზარმაზარ უპირატესობას აძლევს სხვებთან შედარებით.“ - განაცხადა კანისარესმა.
კანისარესი მადრიდის რეალის აღზრდილია და 1994-98 წლებში რეალის მთავარი გუნდის წევრიც იყო, 1998-2008 წლებში კი ვალენსიას კარს იცავდა და ღამურების ლეგენდადაც იქცა.
კანისარესს ესპანეთის ნაკრებში 1993-2006 წლებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული.