ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა ფინიქს სანსთან უხვქულიან მატჩში (131:123) იმარჯვა და დასავლეთ კონფერენციის ლიდერობა განიმტკიცა (12 მოგება, 2 მარცხი). შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმა სანდრო მამუკელაშვილის ასპარეზობაზე გააკეთა კომენტარი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფორვარდს სამქულიანები არ წაუვიდა (4-დან 0), ამერიკელმა სპეციალისტმა მისი როლი დადებითად შეაფასა:
სანდრო მამუკელაშვილი შეტევაში დამაკავშირებელი კალათბურთელის ფუნქციებს ძალიან კარგად ასრულებს. დღეს პერიმეტრიდან ვერც ერთი სროლა ვერ გამოიყენა, მაგრამ ძალიან კარგი შემაკავშირებელი რგოლია
VIDEO: მამუკელაშვილის 21 წუთი და დონჩიჩის ისტორიული სტატისტიკა ფინიქსთან - მე-8 გამარჯვება
ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს, შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ გამართავს.