VIDEO: მამუკელაშვილის 21 წუთი და დონჩიჩის ისტორიული სტატისტიკა ფინიქსთან - მე-8 გამარჯვება
27 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში დომინირებას განაგრძობს!
არიზონაში, ფინიქს სანსის წინააღმდეგ გამართულ უხვქულიან მატჩში ლეიკერსმა 131:123 იმარჯვა და ზედიზედ მე-8 შეხვედრა მოიგო.
შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო სანდრო მამუკელაშვილი. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ზუსტად 21 წუთი და 10 წამი გაატარა, რა დროშიც გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა.
მატჩის მთავარი გმირი ლეიკერსის რიგებში ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 43 ქულა, 9 ასისტი და 3 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ სლოვენიელმა ვარსკვლავმა საწყის 12 შეხვედრაში 468 ქულა დააგროვა, რაც ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის შემდეგ საუკეთესო ისტორიული მაჩვენებელია. მასთან ერთად, 22 ქულით კვენტინ გრაიმსი გამოირჩა, ხოლო უოკერ კესლერმა ორმაგი დუბლი (14 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა.
ამ გამარჯვების შემდეგ, მამუკელაშვილის გუნდს 12 მოგება და 2 მარცხი უფიქსირდება, რითაც დასავლეთ კონფერენციის პირველ-მეორე ადგილებს სან ანტონიო სპურსთან იყოფს. მომდევნო შეხვედრას ლეიკერსი 18 ნოემბერს გამართავს და შარლოტ ჰორნეტსს დაუპირისპირდება.