ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ განაცხადში მადრიდის რეალის ვერცერთი მოთამაშე ვერ მოხვდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუნდიალების ისტორიაში პირველად ესპანეთის ნაკრები რეალის ფეხბურთელის გარეშე იასპარეზებს.
თუმცა სათქმელია ისიც, რომ ლუის დე ლა ფუენტეს რეალიდან დიდი არჩევანი არც ჰქონია. სავარაუდო კანდიდატებად დინ ჰაუსენი და დანი კარვახალი განიხილებოდნენ, თუმცა მათი ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმიდან და რეალის შედეგებიდან გამომდინარე, მათი არგამოძახება დიდი სენსაცია არ არის.
პარალელურად კი ესპანელთა 26-კაციან განაცხადში 8 ფეხბურთელი ბარსელონადან მოხვდა - ჟოან გარსია, ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, გავი, პედრი, დანი ოლმო, ფერან ტორესი და ლამინ იამალი.
ესპანეთის ნაკრების განაცხადი მუნდიალისთვის ცნობილია