ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
მეკარეები - უნაი სიმონი (ატლეტიკი) , დავიდ რაია (არსენალი), ჟოან გარსია (ბარსელონა)
მცველები - მარკ კუკურელია (ჩელსი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), აიმერიკ ლაპორტი (ატლეტიკი) , მარკ კუბილი (ატლეტიკო), ერიკ გარსია (ბარსელონა), მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო), პედრო პორო (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები - პედრი (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), გავი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), ალექს ბაენა (ატლეტიკო), მიკელ მერინო (არსენალი)
თავდამსხმელები - მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), დანი ოლმო (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ატლეტიკი), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ბორხა იგლესიასი (სელტა), ვიქტორ მუნიოსი (ოსასუნა), ლამინ იამალი (ბარსელონა)
აღსანიშნავია, რომ განაცხადში მადრიდის რეალის ვერცერთი მოთამაშე ვერ მოხვდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუნდიალების ისტორიაში პირველად ესპანეთის ნაკრები რეალის ფეხბურთელის გარეშე იასპარეზებს.
ფურია როხა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში კაბო ვერდეს, საუდის არაბეთისა და ურუგვაის ნაკრებებს დაუპირისპირდება.