• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ნაინგოლანი: "რობერტო მარტინესი ფეხბურთში ვერ ერკვევა და ძალიან ცუდი მწვრთნელია"
ფეხბურთიფეხბურთი

ნაინგოლანი: "რობერტო მარტინესი ფეხბურთში ვერ ერკვევა და ძალიან ცუდი მწვრთნელია"

28 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რაჯა ნაინგოლანმა ბელგიის ნაკრების ყოფილი თავკაცი გააკრიტიკა.


მარტინესი ბელგიას 2016-2022 წლებში ედგა სათავეში, ახლა კი პორტუგალიის ნაკრებს წვრთნის.


„ჩემი მონაცემების გათვალისწინებით, საკმარისი ვერ გავაკეთე. ეს მეც ვიცი, გულწრფელიც ვარ, მაგრამ მხოლოდ ჩემს გამო არ მომხდარა.


მარკ ვილმოტსი ევრო 2016-ზე არ მათამაშებდა, არადა ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. შემდეგ მარტინესმა ყველანაირი მიზეზის გარეშე დამტოვა თამაშგარეში. ჩემზე რაღაც უაზრობებს ფიქრობდა და ასკვნიდა. ჩემი აზრით, ის ცუდი მწვრთნელია და ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.


ნებისმიერი, ვინც მას კარგ მწვრთნელს უწოდებს, ასევე ვერ ერკვევა ფეხბურთში. კარგი მწვრთნელი გუნდს იდეას აძლევს. მარტინესთან ერთად კი, ბელგიას იდეა არასდროს არ ჰქონია. ყოველთვის, როცა პრობლემები გვიჩნდებოდა, მათ დე ბრუინის, აზარის ან ლუკაკუს ინდივიდუალურობის ხარჯზე ვაგვარებდით. ერთიანი სტილი არასდროს არ გვქონია და ეს სრული სიმართლეა.


მარტინესმა პრესასთან საერთო ენა ვერ გამონახა. თვითკრიტიკული უნდა იყო, რაც ის არასდროს არ ყოფილა. დე ბრუინი თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ შეტევის მარჯვენა ფლნაგზე დააყენა. არ ვიცი, საერთოდ განიხილავდა თუ არა ის ამ საკითხებს ფეხბურთელებთან. ბუნებრივია, მე გვერდით არასდროს არ გავუყვანივარ, იმიტომ რომ არაფერში არ ვჭირდებოდა.


მართლა მგონია, რომ იმ ბელგიას ტიტულები უნდა მოეგო და მოიგებდა კიდეც, ერთხელ მაინც ფული რომ კარგ მწვრთნელში ჩაედო." - აღნიშნა რაჯამ.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ბელგია
ბელგიის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბელგიამ უკრაინასთან დაპირისპირება შემოატრიალა და ერთა ლიგის A დივიზიონში დარჩა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელგიამ უკრაინასთან დაპირისპირება შემოატრიალა და ერთა ლიგის A დივიზიონში დარჩა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელგიური კლუბი მექვაბიშვილით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელგიური კლუბი მექვაბიშვილით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიკოლოზ ჩიქოვანი უოტფორდში ბრუნდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიკოლოზ ჩიქოვანი უოტფორდში ბრუნდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელგიური კლუბების ევროპული აღზევება

•
•ფეხბურთი
ბელგიური კლუბების ევროპული აღზევება
•
•ფეხბურთი
News image

23 მარ, 2025

ბელგიამ უკრაინასთან დაპირისპირება შემოატრიალა და ერთა ლიგის A დივიზიონში დარჩა

News image

18 ივნ, 2025

ბელგიური კლუბი მექვაბიშვილით ინტერესდება

News image

27 დეკ, 2025

ნიკოლოზ ჩიქოვანი უოტფორდში ბრუნდება

News image

30 ივლ, 2025

ბელგიური კლუბების ევროპული აღზევება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება