• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"ნაკრებში თამაშისას, ბურთის აცილება არ გინდა და 7-დან 7-ვე კალათში ჩავიდა" - მერკვილაძე
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

"ნაკრებში თამაშისას, ბურთის აცილება არ გინდა და 7-დან 7-ვე კალათში ჩავიდა" - მერკვილაძე

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების დებიუტანტმა, ალექს მერკვილაძემ, დანიასთან გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.


"ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში, ასეთ მნიშვნელოვან წუთებში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით თამაში ჩემთვის დიდი სიხარული იყო. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს იმისთვის, რომ ამის საშუალება მომეცა.


რაც შეეხება ჩაგდებულ ბურთებს, საქართველოს რიგებში თამაშისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ბურთის აცილება არ გინდა და 7-დან 7-ვე ბურთი კალათში ჩავიდა. იმედია, ასე გაგრძელდება", - აღნიშნა მერკვილაძემ.


ბელგიური ოსტენდეს მოთამაშემ დანიის ნაკრებთან ჩატარებულ ორივე მატჩში 12-12 ქულა მიითვალა. საქართველოს ნაკრებში მისთვის სადებიუტო ფანჯარა და მატჩები იყო.


ჩვენმა გუნდმა დანიელები 89:60 დაამარცხა. მარკის რიდმა 29 ქულა, 3 მოხსნა, 7 ასისტი მიითვალა, ხოლო შენგელიას აქტივში ორმაგი დუბლია - 27 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი. რაც შეეხება ალექს მერკვილაძეს მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა - 12 ქულა, 8 მოხსნა.


საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციოს ჯგუფში 4-დან 2 მოგება აქვს და ამ მომენტისთვის მე-2 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა ოფიციალურად გაინაღდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.


ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი, ამავე ჯგუფის ეგიდით, 2 ივლისს უკრაინას ესტუმრება, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
კალათბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ" - შენგელია დანიასთან მატჩის შემდეგ

•კალათბურთი

კალათბურთი

"იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ" - შენგელია დანიასთან მატჩის შემდეგ
•კალათბურთი

კალათბურთი

ტაეკვონდო - უკლება ბულგარეთის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

ტაეკვონდო - უკლება ბულგარეთის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

ორიდან ორი დანიასთან - საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ რაუნდშია!

•კალათბურთი

კალათბურთი

ორიდან ორი დანიასთან - საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ რაუნდშია!
•კალათბურთი

კალათბურთი

,,მე, პელეს ნათლია!" - როგორ შეხვდა კახი კავსაძე პელეს?

•
•ფეხბურთი
,,მე, პელეს ნათლია!" - როგორ შეხვდა კახი კავსაძე პელეს?
•
•ფეხბურთი
News image

4 სთ წინ

"იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ" - შენგელია დანიასთან მატჩის შემდეგ

News image

15 სთ წინ

ტაეკვონდო - უკლება ბულგარეთის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა

News image

4 სთ წინ

ორიდან ორი დანიასთან - საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ რაუნდშია!

News image

9 სთ წინ

,,მე, პელეს ნათლია!" - როგორ შეხვდა კახი კავსაძე პელეს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება