ნეიმარი ის ფეხბურთელია, რომლის მიმართ კრიტიკა არასდროს წყდება.
იქნება ეს მუდმივი ტრავმები, ხშირი უქმობა თუ წონის პრობლემა, ბრაზილიელი ათიანი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად კრიტიკის მიზეზი მისი გატაცება, პოკერი გახდა, რასაც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ირონიით უპასუხა.
ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მალევე გახდა ვირუსული: „დღე ვარჯიშით დაიწყო, შემდეგ კინოში წავედით... ჰო, მობილურით ცოტა პოკერიც ვითამაშე,“ - დაწერა ნეიმარმა და ტექსტს მომღიმარი ემოჯი დაურთო.
ეს ირონიული ტონი ბევრმა გულშემატკივარმა კრიტიკის იგნორირებად მიიჩნია, ნაწილისთვის კი ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ფეხბურთელი კარიერაზე 100%-ით ფოკუსირებული აღარ არის. სკანდალი განსაკუთრებით მწვავედ აღიქვეს იმის ფონზე, რომ ნეიმარმა სანტოსის მატჩი კრუზეიროს წინააღმდეგ "დატვირთვების მართვის" მიზეზით გამოტოვა. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს, როცა მისი გუნდი მოედანზე იყო, ნეიმარი თითქმის 24 საათის განმავლობაში ონლაინ პოკერს თამაშობდა მაღალ ფსონებზე.
ნეიმარის მთავარ პრობლემად მაინც ფიზიკური კონდიციები რჩება. 2023 წლის მძიმე ტრავმის შემდეგ, ბრაზილიელს სტაბილურობის დაბრუნება ძალიან უჭირს. სანტოსში მისი დაბრუნებით გამოწვეული ეიფორია ახალმა კუნთოვანმა პრობლემებმა ჩაანაცვლა, რამაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში განგაშის ზარები აამუშავა.
კარლო ანჩელოტის, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ახალ პროექტს ხელმძღვანელობს, მკაფიო მიდგომა აქვს: პრიორიტეტი ენიჭებათ ფეხბურთელებს, რომლებიც რიტმში არიან და რეგულარულად თამაშობენ. ამ პრინციპით, ნეიმარი დღეს შორს არის იმ ფორმისგან, რომ ევროპაში მოასპარეზე სხვა ბრაზილიელებს კონკურენცია გაუწიოს. მიუხედავად ამისა, ნეიმარის კლასისა და გამოცდილების იგნორირება რთულია, ამიტომ მისი შანსი, მოხვდეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაც