ევროპული ორგანიზაციები FIFA-ს მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
მომხმარებელთა ევროპულმა ორგანიზაციამ Euroconsumers და გულშემატკივართა გაერთიანებამ Football Supporters Europe ევროკომისიაში ერთობლივი საჩივარი შეიტანეს. ისინი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვისას მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, FIFA გულშემატკივრებისთვის არასამართლიან პირობებსა და ზედმეტად მაღალ ფასებს აწესებს. საჩივრის ტექსტში, რომელსაც გამოცემა Politico ციტირებს, აღნიშნულია, რომ ირღვევა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 102-ე მუხლი, რომელიც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას კრძალავს.
საჩივარში რამდენიმე კონკრეტული დარღვევაა გამოყოფილი:
გაუმჭვირვალობა: ადგილების განაწილების პროცესი ბუნდოვანია;
დინამიკური ფასწარმოქმნა: ფასების ხელოვნური ცვლილება მოთხოვნის მიხედვით;
იაფი ბილეთების დეფიციტი: ხელმისაწვდომი კატეგორიის ბილეთების სიმცირე;
„ჩრდილოვანი პატერნები“: მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ხელოვნურ გადაუდებლობას ქმნის, რათა გულშემატკივრები ბილეთების სწრაფად შეძენაში აიძულოს.