გერმანიის ქალაქ ბრანდერბურგში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო თასზე, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა.
200-მეტრიან დისტანციაზე, ალექსანდრე წივწივაძემ პირველი ადგილი დაიკავა, A ფინალში გადავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ასევე 200-მეტრიან დისტანციაზე, პარასპორტსმენებს შორის, სერჰიი იემელიანოვმა ფინალის საგზური ასევე პირველი ადგილით მიიღო.
წივწივაძის ფინალური გაცურვა დღესაა ჩანიშნული, ხოლო იემელიანოვი ფინალში 17 მაისს იასპარეზებს.