გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ პარატაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონობა ანა ჯაფარიძემ (-52 კგ.) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი ლაშა ტყემალაძე (-80 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ლიკუნა ჩაჩიბაიამ (-47 კგ.), ნატა ოჩიგავამ (-57 კგ.) მარიამ ნინიაშვილმა (-52 კგ.), სანდრო მეგრელიშვილმა (-63კგ.), მარიამ კენკებაშვილმა (-65 კგ.) და გიორგი ნიკოლაძემ (-70 კგ.) მოიპოვეს.
არაპარალიმპიურ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიგო, საქართველოს სახელით მოასპარეზე, ანდრეი სლეპცოვმა (K41/-80 კგ.), ვერცხლის მედლები გიორგი ზარქუამ (K41/-80 კგ.) და გოგა ხახალაშვილმა (K41/-70 კგ.) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი გიორგი ხიზანიშვილი (K41/-70 კგ.) გახდა.
პარატაეკვონდო - ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონი გახდა