გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ტაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატზე, ზურაბ კინწურაშვილმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
74 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენმა 1/8 ფინალში - ფრანგი სულეიმან ალაფილიპე, 1/4 ფინალში - ესპანელი დანიელ ბარერა და 1/2 ფინალში აზერბაიჯანელი ჯავადა აგიევი დაამარცხა.
კინწურაშვილი ფინალურ, სატიტულო შეხვედრაში სერბ სტეფან ტაკოვს დაუპირისპირდა - გამარჯვება მეტოქეს დარჩა, შედეგად, ზურაბმა ვერცხლის მედალი და ევროპის ვიცე-ჩემპიონის წოდება მიიღო.