გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 საგოლე მოქმედება აქვს - 12 გოლი, 6 ასისტი. არც ერთი გოლი პენალტიდან არ შეუქმნია.
თუკი პენალტის გარეშე საგოლე მოქმედებებს ავითვლით, პრიმერას წლევანდელ გათამაშებაში მასზე მეტი საგოლე მოქმედება მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს - კილიან მბაპესა და ლამინ იამალს.
1. ლამინ იამალი - 24 საგოლე მოქმედება (13 გოლი, 11 ასისტი);
2. კილიან მბაპე - 21 საგოლე მოქმედება (16 გოლი, 5 ასისტი);
3. ვედატ მურიქი - 18 საგოლე მოქმედება (17 გოლი, 1 ასისტი);
3. გიორგი მიქაუტაძე - 18 საგოლე მოქმედება (12 გოლი, 6 ასისტი);
4. ფერან ტორესი - 17 საგოლე მოქმედება (16 გოლი, 1 ასისტი);
4. აბდე ეზალზული - 17 საგოლე მოქმედება (9 გოლი, 8 ასისტი);
5. ვინისიუს ჟუნიორი - 16 საგოლე მოქმედება (11 გოლი, 5 ასისტი).
მიქაუტაძე ვილიარეალის რიგებში გასულ ზაფხულს, ლიონიდან გადავიდა - 2025-26 წლების სეზონის ყველა ტურნირის ეგიდით, 41 მატჩი ჩაატარა და აქტივში 14 გოლი, 6 ასისტი აქვს.
მის გუნდს ლა ლიგის ბოლო ორ ტურში მადრიდულ გუნდებთან დაპირისპირება უწევს - ჯერ რაიო ვალეკანოს ესტუმრებიან (17 მაისს), შემდეგ კი ატლეტიკოს უმასპინძლებენ (24 მაისს).