ფლორენტინო პერესმა კილიან მბაპე პირისპირ შეხვედრაზე დაიბარა.
ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ ფრანგმა თავდამსხმელმა ალვარო არბელოას შესახებ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.
„არბელოამ მითხრა, რომ შეტევაში მისი მე-4 არჩევანი ვარ", - მბაპეს სკანდალური ინტერვიუ
ფლორენტინო პერესი და ხოსე ანხელ სანჩესი მბაპეს პირადად დაელაპარაკებიან, რათა საბოლოოდ გაარკვიონ ყველაფერი, რაც მიმდინარე სეზონში მოხდა.
პერესს სურს, რომ მბაპე გუნდის პროცესებში სრულად იყოს ჩართული და მისი ერთგული დარჩეს.