17 მაისს, საბერძნეთის სუპერლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრას, ათენის პანათინაიკოსსა და სალონიკის პაოკ-ს, შორის ქართველი მსაჯები განსჯიან.
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშულ მატჩზე ფიფა-ს არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი მიავლინა - ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. შეხვედრის ვიდეო მსაჯი ალეკო აფციაური, ხოლო ვიდეო მსაჯის ასისტენი ბაკურ ნინუა იქნება.
სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩები გადაწყვეტს საპრიზო ადგილებზე გამსვლელებსა და ევროტურნირების მომავალი სეზონის მონაწილეებს.
34 წლის კიკაჩეიშვილს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა აქვს განსჯილი, ხოლო ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე 3-3 თამაში იმსაჯა.