• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ნიდერლანდები შვედეთს ხვდება, გერმანია პირველი ადგილისთვის იბრძვის
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ნიდერლანდები შვედეთს ხვდება, გერმანია პირველი ადგილისთვის იბრძვის

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

E და F ჯგუფების გუნდები მეორე ტურის მატჩებისთვის ემზადებიან.


პირველი ტურის გამარჯვებულები, გერმანია და კოტ-დ’ივუარი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკუთრებას შეეცდებიან, ხოლო შვედეთი ნიდერლანდებს შეხვდება.


კიურასაო და ეკვადორი წაგებების შემდეგ რეაბილიტაციას ეცდებიან, იაპონია კი ჰერვე რენარის გაწვრთნილ ტუნისს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საიუბილეო, მე-1000 მატჩი იქნება.


თუ იულიან ნაგელსმანის გუნდი კოტ-დ’ივუარს დაამარცხებს და ეკვადორი კიურასაოს ვერ მოუგებს, გერმანია E ჯგუფის გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდება.


ანალოგიური სცენარი არსებობს კოტ-დ’ივუარისთვისაც - გერმანიასთან გამარჯვებისა და ეკვადორის მოგების ან ფრედ დასრულების შემთხვევაში ემერს ფაეს გუნდი ლიდერობას გაინაღდებს.


კიურასაოსა და ეკვადორს კი მარცხის შემთხვევაში ჯგუფიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრებათ.


ტუნისთან 5:1 გამარჯვების შემდეგ შვედეთი F ჯგუფს ლიდერობს და ნიდერლანდებთან მოგების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს.


შვედები პირველ ადგილსაც შეინარჩუნებენ, თუ ამასთან ერთად იაპონია ტუნისთან ვერ მოიგებს.


ჰერვე რენარი ტუნისის ნაკრების სათავეში იმ იმედით მივიდა, რომ ჩრდილოაფრიკელებს მდგომარეობის გამოსწორებაში დაეხმარება.


თუმცა იაპონიასთან მარცხისა და ნიდერლანდების გამარჯვების შემთხვევაში რენარის გუნდი ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობება.


გერმანია - კოტ დ’ივუარი (21 ივნისი, 00:00)


ტორონტოში გამართულ E ჯგუფის შეხვედრაში გერმანია და კოტ-დ’ივუარი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.


იულიან ნაგელსმანის გუნდი დიდი თავდაჯერებით ხვდება მატჩს, რადგან პირველ ტურში კიურასაო 7:1 გაანადგურა.


კოტ-დ’ივუარმა კი ეკვადორთან 1:0 გამარჯვებით ისტორიაში პირველად დაამარცხა სამხრეთამერიკული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე.


გამარჯვებული უკვე 1/16 ფინალის დაგეგმვას დაიწყებს.



სავარაუდო შემადგენლობები


გერმანია - ნოიერი; კიმიხი, ტაჰი, შლოტერბეკი, ბრაუნი; პავლოვიჩი, ნმეჩა; ვირცი, მუსიალა, სანე; ჰავერცი.


კოტ დ'ივუარი - ფოფანა; კონანი, სინგო, აგბადუ, გ. დუე; კესიე, ფოფანა; დიალო, პეპე, დიომანდე; ვაჰი.


ეკვადორი – კიურასაო (21 ივნისი, 04:00)


პირველი ტურის შემდეგ ეკვადორი და კიურასაო ერთმანეთს კანზას-სიტიში უმნიშვნელოვანეს მატჩში შეხვდებიან.


ეკვადორმა კოტ-დ’ივუართან ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით დრამატულად წააგო, ხოლო კიურასაო გერმანიასთან 1:7 დამარცხდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.


სამხრეთამერიკელები 2006 წლის შემდეგ პირველად პლეი-ოფში გასვლას უმიზნებენ და გამარჯვება მათ მიზანს მნიშვნელოვნად დააახლოებს.


კარიბელებს კი კონმებოლის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენლის დასამარცხებლად კვლავ საუკეთესო თამაში დასჭირდებათ.



სავარაუდო შემადგენლობები


ეკვადორი - გალინდესი; ფრანკო, ორდონიესი, პაჩო, ინკაპიე; კაისედო, ვიტე, იებოა; პლატა, ვალენსია, მინდა.


კიურასაო - რუმი; ფონვილი, ბაზური, ფლორანუსი, ობისპო; ჯ. ბაკუნა, კომენენსია, ლ. ბაკუნა, ჩონგი; ჰანსენი, ლოკადია.


ნიდერლანდები – შვედეთი (20 ივნისი, 21:00)


F ჯგუფის მეორე ტურში ნიდერლანდები და შვედეთი ერთმანეთს ტეხასში შეხვდებიან.


ნიდერლანდებმა პირველ ტურში იაპონიასთან სანახაობრივი 2:2 ითამაშა, ხოლო შვედეთმა ტუნისი 5:1 დაამარცხა.


ორ ნაკრებს ერთმანეთთან არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ, თუმცა ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა.


მაშინ შვედეთი ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც იოჰან კრუიფისა და მისი თანაგუნდელებისგან გოლი არ გაუშვა (0:0).


სწორედ იმ შეხვედრაში დაიბადა ფეხბურთის ისტორიაში ცნობილი „კრუიფის მოტრიალება“, რომელმაც შვედ მცველ იან ოლსონს ლეგენდარული ეპიზოდი დაუტოვა.



სავარაუდო შემადგენლობები


ნიდერლანდები - ვერბრუგენი; დუმფრისი, ვან ჰეკე, ვან დეიკი, ვან დე ვენი; დე იონგი, რეინდერსი, გრავენბერხი; სამერვილი, მალენი, გაკპო.


შვედეთი - ნორდფელტი; იოჰანსონი, ლინდელოფი, სტარფელტი, გუდმუნდსონი; ელანგა, აიარი, კარლსტრომი, სემა; ისაკი, გიოკერეში.


ტუნისი – იაპონია (21 ივნისი, 08:00)


ტუნისისა და იაპონიის დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში განსაკუთრებული მატჩი იქნება – სწორედ ეს შეხვედრა გახდება ტურნირების ისტორიაში მე-1000 მატჩი.


იაპონიამ პირველ ტურში ნიდერლანდებთან 2:2 ითამაშა და ახლა მონტერეიში ტუნისს შეხვდება, რომელიც შვედეთთან 1:5 მარცხის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელის, ჰერვე რენარის ხელმძღვანელობით ითამაშებს.


ეს იქნება 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის განმეორება.


მათი ბოლო დაპირისპირება კი 2023 წლის კირინის თასზე შედგა, სადაც იაპონიამ 2:0 მოიგო.


სწორედ ტუნისთან 2:0 გამარჯვებით გაინაღდა იაპონიამ 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური პირველად ისტორიაში.


ოსაკაში გამართულ მატჩში მეორე ტაიმში გატანილმა ჰიროაკი მორიშიმასა და ჰიდეტოში ნაკატას გოლებმა მასპინძელ ქვეყანაში მასშტაბური ზეიმი გამოიწვია.



სავარაუდო შემადგენლობები


ტუნისი - ბენ-ჰესენი; აბდი, ტალბი, რეკიკი, ვალერი; სხირი, ხედირა, ჰანიბალი; აშური, საადი; შაოუატი.


იაპონია - სუძუკი; იტო, ტანიგუჩი, ვატანაბე; დოანი, ტანაკა, სანო, ნაკამურა; კამადა, იტო, უედა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

curaçao
ecuador
germany
ivory-coast
japan
netherlands
sweden
tunisia

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტუნისმა შვედეთთან განადგურების შემდეგ მწვრთნელი შეცვალა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტუნისმა შვედეთთან განადგურების შემდეგ მწვრთნელი შეცვალა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როგორ შეაფასა მიულერმა მესის ჰეთ-თრიკი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როგორ შეაფასა მიულერმა მესის ჰეთ-თრიკი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

იან დიომანდეს ემოციური წერილი გარდაცვლილ დას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იან დიომანდეს ემოციური წერილი გარდაცვლილ დას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვაჰი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით კანადაში არ შეუშვეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვაჰი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით კანადაში არ შეუშვეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

16 ივნ, 2026

ტუნისმა შვედეთთან განადგურების შემდეგ მწვრთნელი შეცვალა

News image

17 ივნ, 2026

როგორ შეაფასა მიულერმა მესის ჰეთ-თრიკი

News image

18 ივნ, 2026

იან დიომანდეს ემოციური წერილი გარდაცვლილ დას

News image

18 ივნ, 2026

ვაჰი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით კანადაში არ შეუშვეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება