40 წლის მანუელ ნოიერი შესაძლოა გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს.
როგორც გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ნოიერი მუნდიალის 55-კაციან, გაფართოებულ განაცხადში შეიყვანა.
ამ ეტაპზე მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნოიერის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით არაა ცნობილი, ნაგელსმანი ნოიერს მეორე, თუ სულაც პირველ მეკარედ განიხილავს.
გერმანიის ნაკრების მაისურით მანუს 124 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი დებიუტი 2009 წელს შედგა, დღეისთვის ბოლო მატჩი კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამართა.