საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ეს იქნება დეშამის ბოლო ტურნირი მამლების სათავეში, რადგან მისი კონტრაქტი მუნდიალის დასრულებისთანავე იწურება.
სენსაციური გადაწყვეტილება: კამავინგა მუნდიალს გამოტოვებს
სიის მთავარი შოკი მადრიდის რეალის ვარსკვლავის, ედუარდო კამავინგას მიღმა დატოვება აღმოჩნდა. დეშამმა აღიარა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის რთულია:
კარგად მესმის, რომ ზოგიერთი მოთამაშისთვის ამის მიღება ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუდმივად ჩვენთან იყო. მაგრამ ეს პროფესიული მხარეა. კამავინგას შემთხვევაში, მისმა სეზონმა და ტრავმებმა გავლენა მოახდინა. ის ახალგაზრდაა და აქვს უფლება, ჩემზე გაბრაზებული იყოს
საფრანგეთის მუნდიალის შემადგენლობა - ახალგაზრდა ვარსკვლავი განაცხადს მიღმა
საფრანგეთის გზა მუნდიალზე
საფრანგეთი ჯგუფურ ეტაპზე I ჯგუფში მოხვდა. მათი კალენდარი ასე გამოიყურება:
16 ივნისი: საფრანგეთი - სენეგალი
22 ივნისი: საფრანგეთი - ერაყი
26 ივნისი: ნორვეგია - საფრანგეთი
მუნდიალის დაწყებამდე ლურჯები ორ მოსამზადებელ მატჩს გამართავენ კოტ-დ’ივუარისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ.
დეშამი, რომელმაც საფრანგეთს 2018 წელს მსოფლიო თასი მოაგებინა, კარიერის დასრულებას მესამე მუნდიალის მოპოვებით გეგმავს.