დღეს დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი დაასახელა.
მაშინ, როცა სხვა ნაკრებები ჯერჯერობით 55-კაციან განაცხადებს ასახელებენ, დეშამმა პირდაპირ საბოლოოს გამოქვეყნება გადაწყვიტა და არაერთი ვარსკვლავი დატოვა ტურნირს მიღმა.
საფრანგეთის მუნდიალის შემადგენლობა - ახალგაზრდა ვარსკვლავი განაცხადს მიღმა
ედუარდო კამავინგა, რანდალ კოლო მუანი, ფლორიან ტოვენი, კორენტინ ტოლისო, პიერ კალულუ, ხეფრენ ტურამი, ესტებან ლეპოლი, ლუკა შევალიე.
ეს იმ ვარსკვლავების ჩამონათვალია, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს დახმარებას ვერ გაუწევენ.