ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 28-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება უცნაური და ამავდროულად ძალიან ემოციური კამპანიით აღნიშნა.
2026 წლის მუნდიალის სტარტამდე, გუნდმა სპეციალური ფოტოსესია მოაწყო, სადაც ფეხბურთელები იმ ლოკალური, მშობლიური კლუბების რეტრო მაისურებით წარსდგნენ, სადაც ფეხბურთის თამაში ბავშვობაში დაიწყეს.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ნორვეგიული ლოკალური კლუბების დაფასებასა და პოპულარიზაციას, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს იმ ვარსკვლავების აღზრდაში, რომლებმაც ქვეყანა 1998 წლის შემდეგ პირველად გაიყვანეს მსოფლიო პირველობაზე.
ბავშვობის ფორმების გარდა, ნორვეგიელებმა ცნობილ ფოტოგრაფ დევიდ იაროუსთან ერთად კიდევ ერთი ფოტოსესია გამართეს, სადაც ტრადიციულ ვიკინგების ფორმებში გამოეწყვნენ. ორივე იდეამ სოციალურ ქსელებში უკვე უდიდესი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა.
ნორვეგიის ნაკრების ფოტოსესია ვიკინგების თემატიკით