მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა მონაკომ, ევროლიგის 31-ე ტურში, ბერძნულ ოლიმპიაკოსს დაძაბული მატჩი მოუგო - 81:80.
ქართველი სპეციალისტი მონაკოს სამწვრთნელო შტაბში 2021 წლიდან მუშაობს და დროებითი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას უკვე მეორედ ასრულებს.
"ვასილის სპანულისისა და მისი შტაბის წასვლის შემდეგ, ჩვენს გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი და სერგიი გლადირი გაწვრთნიან", - დაწერა მონაკომ X-ზე.
ევროლიგის 31 შეხვედრის შემდეგ, მონაკოელებს 17 გამარჯვება აქვთ და ცხრილის მე-9 ადგილზე არიან, რომელიც ბოლოსწინა საპლეიოფო პოზიციაა. 19 მარტს, მე-18 ადგილოსან ანადოლუ ეფესს თურქეთში ეწვევიან.