VIDEO: მარკოიშვილის მონაკომ ევროლიგაზე ოლიმპიაკოსს ბრძოლაში მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
2 მატჩი ევროლიგაზე მთავარი მწვრთნელის პოსტზე და 2 გამარჯვება.
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა მონაკომ პირეოსის ოლიმპიაკოსი დრამატულ ბრძოლაში, 81:80 დაამარცხა.
მას შემდეგ, რაც მონაკოდან ბერძენი ვასილის სპანულისი გაუშვეს, გამოცხადდა, რომ ევროლიგაზე უახლოეს მატჩში გუნდის მთავარი მწვრთნელი სწორედ ქართველი იქნებოდა.
მსგავსი რამ ადრეც მოხდა, როცა გუნდიდან სერბი საშა ობრადოვიჩი გაათავისუფლეს. სანამ გუნდს სპანულისი ჩაიბარებდა, 2024 წლის ნოემბერში მონაკო ევროლიგაზე ფრანგულ ასველს შეხვდა და მოგებულ შეხვედრაში გუნდს ქართველმა სპეციალისტმა უხელმძღვანელა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მოიყვანენ თუ არა გუნდში ახალ მთავარ მწვრთნელს, თუ აღნიშნულ პოსტზე ქართველ მწვრთნელს დატოვებენ. ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მარკოიშვილი მონაკოში უკვე მე-5 წელია, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.
მონეგასკურ კლუბს 14 მარცხი და 17 მოგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. მონაკო ძალიან ახლოს არის საპლეიოფო ზონასთან. კლუბს ევროლიგაში მომდევნო მატჩი 19 მარტს, სტუმრად, თურქულ ეფესთან ელის.