UFC-ის ყოფილი ჩემპიონი სუპერმსუბუქ წონაში, შონ ო'მალი, 14 ივნისს დაგეგმილ ისტორიულ ტურნირამდე (UFC White House / Freedom 250) ამინდის პროგნოზსა და მაღალ ტენიანობაზე საუბრობს.
თეთრი სახლის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გასამართი ღონისძიებისთვის ორგანიზატორებმა არაერთი საგანგებო თათბირი ჩაატარეს, რათა გაუთვალისწინებელ კლიმატურ პირობებსა თუ მწერების პრობლემას მომზადებულნი შეხვედროდნენ.
თავდაპირველი პროგნოზით ჭექა-ქუხილის და ტურნირის ჩაშლის საფრთხე არსებობდა, თუმცა ბოლო მონაცემებით, კვირა საღამოს ვაშინგტონში ცხელი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
აიმან ზაჰაბისთან ორთაბრძოლამდე, ო'მალიმ საკუთარ პოდკასტში აღნიშნა, რომ მაღალ ტენიანობაში ჩხუბი „სველი საბნით ბრძოლას“ ჰგავს და ხუმრობით დასძინა, რომ ამის გამო შესაძლოა ტურნირიდან ჩაეხსნას.
მისმა მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა კი აღნიშნა, რომ ასეთი კლიმატი გარკვეულწილად მათთვის ხელსაყრელიც კია და ო'მალიმ დასძინა:
სწორედ ახლა იქნებოდა მერაბ დვალიშვილთან ჩხუბისთვის იდეალური დრო - მისგან სველი თევზივით მარტივად დავსხლტებოდი.
მიუხედავად ამისა, შონმა ხაზი გაუსვა, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერისას ყველამ იცოდა, რა პირობებში მოუწევდათ ასპარეზობა, ამიტომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ.