მადრიდის რეალის ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბმა ლივერპულთან შეთანხმებას მიაღწია და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი 1 ივნისიდან რეალის ფეხბურთელი ხდება.
ინგლისელმა სამეფო კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ხელშეკრულება 2031 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.
შესაბამისად, ტრენტი რეალს ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რეალი ამის სანაცვლოდ ლივერპულს 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
ასევე იტალიელის ცნობით, ალექსანდერ-არნოლდის გამოსასყიდი თანხა მის მადრიდულ კონტრაქტში 1 მილიარდი ევრო იქნება.