გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.
შვეიცარიელი ფეხბურთელი ლევერკუზენიდან პრემიერ ლიგაში ახლად აღზევებულ სანდერლენდში გადავიდა.
32 წლის ნახევარმცველმა შავ კატებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბი ოფიციალურად თანხას არ ასაჯაროვებს, თუმცა ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მისი ტრანსფერი სანდერლენდს 20 მილიონი ევრო დაუჯდა.
ჯაკას პრემიერ ლიგაში შვიდი წელი აქვს გატარებული, 2016-2023 წლებში ის არსენალში თამაშობდა, საიდანაც ლევერკუზენში გადავიდა და გერმანიის ჩემპიონი გახდა.